Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=678516&print=yes&view=jobs
 
ტენდერი: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟება
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 11 ნოემბერი
სს "ხალიკ ბანკი საქართველო"-ს განაცხადი ტენდერის ჩატარების შესახებ

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ბანკის რუსთავის ფილიალის გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემის დამონტაჟების სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.

სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. N20.

ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 231.4მ2,

შესასრულებელი სამუშაო მოიცავს: გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების შეძენას და სამონტაჟო სამუშაოებს.

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება ბანკის კორპორატიულ ვებ-გვერდზე (http://www.halykbank.ge) ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 10.11.2025წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე ktkeshelashvili2@hbg.ge.

სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 11.11.2025წ. 17:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ საკონტაქტო პირებთან:

1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია