Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისნის რაიონი
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00 საათამდე (შესვენება 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
** CRM სისტემაში მუშაობა და ანგარიშგების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** დამოუკიდებლად მუშაობისა და უძრავი ქონების გაყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გამოცდილება.

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@fulcrumholding.com. გთხოვთ, თქვენი ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე