|  
		
			| დასახელება: 
				სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 14 ნოემბერი |  
			| "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიური კლინიკის ასისტენტის პოზიციაზე. 
 სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკა. ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9
 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
 
 ფუნქცია/მოვალეობები:
 
 ** სტომატოლოგიურ კაბინეტში, შესაბამისი სტანდარტებით, ჰიგიენის ნორმების კონტროლი;
 ** სხვადასხვა სტომატოლოგიური პროცედურებისათვის ინსტრუმენტების ორგანიზება და პაციენტების მომზადება;
 ** პაციენტზე გახარჯული მასალების აღრიცხვა;
 ** პრაქტიკული სესიებისთვის შესაბამისი მასალების მომზადება და პროცესის ორგანიზება;
 ** სიმულაციური ოთახების მოწყობასა და მოვლაში ჩართულობა.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** სტუდენტის სტატუსი ან უმაღლესი განათლება (სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით);
 ** ქართული და ინგლისური (B1-B2) ენის ცოდნა;
 ** სტომატოლოგიურ კლინიკაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
 
 პიროვნული უნარ-ჩვევები:
 
 ** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
 ** კეთილსინდისიერება/სანდოობა;
 ** მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
 ** კომუნიკაბელურობა;
 ** ადაპტაციის უნარი.
 
 წარმოსადგენი დოკუმენტები:
 
 ** CV;
 ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი.
 
 კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
 
 ** განაცხადების განხილვა;
 ** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
 ** კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
 
 განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2025 წლის 14 ნოემბერი.
 
 კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - hr@newvision.ge; გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 |  |  |  |