|
დასახელება:
დარიცხვების ფორმირების განყოფილების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თელმიკო
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას - დარიცხვების ფორმირების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბანკებთან გადახდების შეჯერება და ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვა.
** ბანკებთან ურთიერთქმედება არაიდენტიფიცირებული გადახდების კორექტირების მიზნით.
** ცენტრალიზებული აბონენტებისგან მიღებული გადახდების გადანაწილება.
** შემოსულ წერილებსა და მომხმარებელთა განაცხადებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.
** დოკუმენტების მოწესრიგება და არქივირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ქართული - თავისუფლად
** რუსული - თავისუფლად ფლობის დონე (სასურველია) ინგლისური - საშუალოდ ფლობის დონე (სასურველია)
პირადი თვისებები და უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, რაც მოიცავს:
** თავაზიანობას;
** სწრაფ რეაგირებას და გადაწყვეტილების მიღების უნარს;
** ემპათიას;
** ემოციურ სტაბილურობას და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარს.
მსურველებმა პირადი ინფორმაცია (CV/რეზიუმე) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@telmico.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობის სახელწოდება დარიცხვების ფორმირების განყოფილების სპეციალისტი".
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30.11.2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით აცხადებთ თანხმობას, შპს "თელმიკომ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ვაკანტურ თანამდებობაზე არსებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დასაქმების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება გაგრძელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკადრო საქმისწარმოების ფარგლებში.
ვაკანსიასთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია წაშლის თქვენს პერსონალურ მონაცემებს და შეწყვეტს მათ შემდგომ დამუშავებას.
დამატებით გაცნობებთ, რომ მონაცემთა სუბიექტის სტატუსით გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაიწვიოთ გაცემული თანხმობა, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, გასწორება და/ან განადგურება.
ამისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@telmico.ge.
|
|
|
|