Робота для біженців з України
ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "Lion Trans" - ი აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 19:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** ტვირთის ტრანსპორტირების და მისი მარშრუტზე ინფორმაციის განთავსება შესაბამის საიტზე;
** ყოველდღიურად, დღის განმავლობაში შემოსული ინფორმაციის სოფრში ასახავს;
** მომხმარებლის ინფორმაციის კონტროლი შესაბამის პროგრამაში
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, ე.წ. "დისპეჩის საიტებზე" მუშაობა;
** უცხო ენების ფლობა ინგლისური (მინიმალური დონე B2)

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მიზანდასახულობა.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე