|  
		
			| დასახელება: 
				ტექნიკური კოორდინატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ბრედფილდი |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "მაკდონალდს საქართველოს" პურის ქარხანა "ბრედფილდი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორის პოზიციაზე. 
 სამუშაო პირობები:
 
 ** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00;
 ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
 ** საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;
 
 ბენეფიტები:
 
 ** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი
 ** ჯანმრთელობის დაზღვევა
 ** კორპორატიული ნომერი
 ** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა
 ** Fitpass
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** წარმოებაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისთვის პროფილაქტიკური სამუშაოების დაგეგმვა/განხორციელება ხელმძღვანელთან ერთად
 ** არსებული სამუშაოების გადანაწილება გუნდის წევრებთან და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
 ** ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განრიგის შედგენა
 ** სათადარიგო ნაწილებისა და სარემონტო მასალების ნაშთების კონტროლი/მარაგების შევსება
 ** დანადგარების გამართულობის, ასევე ყველა სხვა დამხმარე მოწყობილობისა თუ ფიზიკური კორპუსის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, პრობლემის შემთხვევაში ანალიზი და დიაგნოსტიკა
 ** ტექნიკურ დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის შევსების მონიტორინგი, შევსება და ადმინისტრირება
 ** კომპანიაში არსებული აუდიტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაში მონაწილეობის მიღება, დაგეგმვა და გუნდის წევრებთან გადანაწილება
 ** მოლაპარაკებების წარმოება გარე კონტრაქტორებთან კონკრეტული საკითხების გამოსწორების მიზნით
 ** მოლაპარაკებების წარმოება ელექტროენერგიის, გაზისა თუ წყლის, როგორც ადგილობრივ, ისე კერძო თუ სახელმწიფო კომერციულ მომწოდებლებთან
 ** ERP სისტემაში, ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელება
 ** ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება პროდუქციის საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ, დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების ჩათვლით
 ** ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება ელექტრონული, მექანიკური ან/და ავტომატიზაციის ინჟინერიის განხრით
 ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
 ** მცირერიცხოვანი გუნდის მართვის გამოცდილება
 ** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
 ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
 
 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancyibh@ibh.ge
 |  |  |  |