Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=678411&print=yes&view=jobs
 
კონტაქტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტაქტ მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"აპარტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სამიზნე სეგმენტის მიხედვით შესაბამისი ლიდების მოძიების სამუშაოების დაორგანიზება
** შემოსული ლიდების ანალიზის ორგანიზება, გაფილტვრა, გადამისამართება საჭირო პირებთან
** საჭირო დროს საჭირო კლიენტების მოზიდვა სხვადასხვა აქტივობებით
** კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროექტების ზედმიწევნით შესწავლა;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტისა და მისი მახასიათებლის გაცნობა;
** უცხოელ კლიენტებისთვის ობიექტზე გადაღებული ფოტო/ვიდეო მასალის გაგზავნა;
** ლიდების შესახებ მონაცემთა ანალიზი, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი
** კომპანიაში არსებული სტანდარტების, წესების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@apartgroup.com 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კონტაქტ მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია