|
დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
ქართული აგრო სახლი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".
სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე აგროჰაბის მარკეტებში.
ლოკაცია: ვაკე, საბურთალო, მარშალ გელოვანის გამზირი, სანაპირო
ანაზღაურება (ხელზე ასაღები):
სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში 40 საათი, 6 დღე - 1000 ლარი
ნახევარი ცვლა, კვირაში 20 საათი, 6 დღე - 500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის დახლზე სათანადოდ განთავსებაზე ზრუნვა;
** მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ვარგისიანობისა და ვადების კონტროლი;
** ყოველდღიურად თაროზე პროდუქციის განლაგების ფოტო-დასურათება და ელექტრონული სახით მენეჯერისთვის გაზიარება;
** ნაშთების კონტროლი და მომდევნო დღის შეკვეთების გაკეთების პროცესში ჩართულობა;
** თითოეული ობიექტიდან პროდუქციის უკან დაბრუნების კონტროლი, კერძოდ, უკან დასაბრუნებელი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება და მენეჯერთან კომუნიკაცია;
** დამკვეთისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდება გაყიდვების შესახებ;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული ნებისმიერი სხვა დავალების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციის ფარგლებში.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.
სს "ქართული აგრო სახლი" თანამშრომლებს სთავაზობს:
** თანამშრომლის საპენსიო შენატანის (2%) დაფარვას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებებს;
** პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებში მონაწილეობას.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 ნოემბერი, 2025.
|
|
|
|