Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "ჯი თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს სატვირთო, სამშენებლო, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების საერთაშორისო ბრენდებს, როგორიც არის: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. 21;
სამუშაო განაკვეთი: 10:00 სთ - დან 18:00 სთ-მდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღება, დახარისხება და განთავსება შესაბამისი წესების გათვალისწინებით;
** მიღებული და გაცემული ნაწილების, ზეთებისა და მასალების მუდმივი მონიტორინგი;
** სათადარიგო ნაწილების, ზეთების და სახარჯი მასალების მიღებასთან და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება/მონიტორინგი;
** სასაწყობე მარაგების მართვა და მასთან დაკავშირებული რეგულარული ანალიზის ჩატარება/რეპორტინგი;
** სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენება შესაბამისი ნორმების დაცვით;
** საწყობში არსებული პროდუქციის მართვა/ჩამოწერა/რეალიზაცია/გასხვისების პროცესის მართვა შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოვალეობები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით ან მომიჯნავე დისციპლინა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი გრუპ"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე