|  
		
			| დასახელება: 
				მზარეული |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							სასტუმრო ამპელო |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სასტუმრო "ამპელო" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში, მზარეულის პოზიციაზე. 
 მდებარეობა: კარდანახი
 სამუშაო გრაფიკი: სრული
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
 ** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
 ** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვაში მონაწილეობა;
 ** ქართული და ევროპული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება;
 ** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
 ** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
 ** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
 ** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
 ** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Info@ampelo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მზარეული.
 
 კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
 მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |