|  
		
			| დასახელება: 
				ფსიქოლოგების კოორდინატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							თბილისის თავისუფალი სკოლა |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი |  
			| შპს "თბილისის თავისუფალი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგების კოორდინატორის პოზიციაზე. 
 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-16:00
 ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** კოორდინაციას უწევს ფსიქოლოგების საქმიანობას და ზრუნავს მათ განვითარებაზე
 ** თვალყურს ადევნებს მოსწავლეთა სრულყოფილ ფსიქიკურ განვითარებას ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, რისთვისაც ატარებს სათანადო მუშაობას მათთან, მათ მშობლებთან, პედაგოგებთან და დირექციასთან
 ** იკვლევს მოსწავლის აკადემიური ჩამორჩენისა და სოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და კომპეტენციის ფარგლებში, უწევს შესაბამის ფსიქოლოგიურ დახმარებას, გასცემს რეკომენდაციებს
 ** ხელს უწყობს მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის ჯანსაღი ფსიქოლოგიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას
 ** შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის.
 ** იკვლევს იმ მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს, რომელთაც აქვთ რთული გამოწვევები სასწავლო- სააღმზრდელო პროცესთან ადაპტაციისას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს არსებული გამოწვევების დასაძლევად
 ** საჭიროების შემთხვევაში, ატარებს ფსიქოლოგის გაკვეთილებს
 ** ატარებს ლექციებს და საუბრებს პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან სხვადასხვა აქტუალური პრობლემების მოგვარების ან პრევენციის მიზნით
 ** ხელს უწყობს განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვას
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაცია (მაგისტრის ხარისხი), ფსიქოლოგად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
 
 დამატებითი ინფორმაცია ჩვენი სკოლისა და ბაღის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
 
 https://free.edu.ge/
 https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool https://www.facebook.com/TbilisiFreeKindergarten
 
 დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@free.edu.ge 2025 წლის 10 ნოემბრამდე.
 
 გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |