|  
		
			| დასახელება: 
				დამხვედრ-გამცილებელი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							Georgia Destination Management |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას დამხვედრ-გამცილებლის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში. 
 კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით და პარტნიორები ჰყავს "გალფი"-სა და "დსთ"-ის ქვეყნებში. მუშაობს B2B მიმართულებით და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს. "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი" აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და პოზიციონირებს, როგორც ქალაქ თბილისში, ასევე ბათუმში.
 
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** აეროპორტში სტუმრების დახვედრა-გაცილება;
 ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
 ** ტურების შეთავაზება/ გაყიდვა
 ** სტუმრების სასტუმროში განთავსება;
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
 
 ** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
 ** კომუნიკაბელური;
 ** ენერგიული;
 ** შრომისმოყვარე;
 ** პუნქტუალური;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 
 სამუშაო საათები: 8 საათიანი გრაფიკი, სამუშაო დღეები დამოკიდებულია ავია რეისებზე (დღე/ღამე)
 დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე;
 
 დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@GDM.GE აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 |  |  |  |