|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
აგროლაბი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "აგროლაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (ნავაჭრის 1 %);
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი კვირაში 40 სამუშაო საათი (10:30 სთ-დან)
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომუნიკაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, მათი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
** პოტენციურ კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით;
** პოტენციური კლიენტების ბაზის სისტემატური განახლება;
** სერვისის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროულად გაცვლის გზით;
** ყოველთვიური სავალდებულო გაყიდვების გეგმების შესრულება შეთანხმებული საბონუსე სქემის შესაბამისად;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა პარტნიორ კომპანიებთან;
** კომპანიის და სერვისის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი (B კატეგორიის მართვის მოწმობა);
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@pfg.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|