|
დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
პოლარისი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია "Polaris Finance" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
შესასრულებელი ამოცანები:
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში.
** კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel სრულყოფილად);
** სასურველია ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი;
** მოტივაცია და შრომისმოყვარეობა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება: 1000-1200₾, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
ჩვენ შესახებ: https://polarisfinance.ge
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@polarisfinance.ge
|
|
|
|