|  
		
			| დასახელება: 
				სამშენებლო პროექტების მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
											კომპანია |  
			| გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. 
 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე;
 სამუშაო საათები: 10:00-19:00 (1 სთ შესვენება)
 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
 ანაზღაურება: 2 500  (ორი ათას ხუთასი) ₾ (სამი თვის შემდეგ მომატების პერსპექტივით)
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა/კონტროლი;
 ** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა; პროცესების და მასში ჩართული პირების მართვა;
 ** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი;
 ** ფასთა მოკვლევა/შედარება;
 ** მშენებლობის პროცესში სხვადასხვა საკითხების შეთანხმება/ეფექტური კომუნიკაცია დიზაინერებთან და პროცესში ჩართულ სხვა პირებთან/კომპანიებთან;
 ** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი, კონტროლი; ხარვეზების დაფიქსირება; შესრულებული სამუშაოების მოცულობის გადამოწმება, ხარისხის კონტროლი/შეფასება;
 ** გაწერილი ამოცანებისა და შესრულებული დავალებების ყოველდღიური კონტროლი და ანალიზი
 
 პროფესიული უნარები:
 
 ** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
 ** სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
 ** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
 ** სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრულობის ცოდნა
 
 პიროვნული უნარები:
 
 ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
 ** დროის მენეჯმენტის უნარი;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
 ** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
 ** გუნდური მუშაობის უნარი.
 
 დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge
 
 გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |