|
დასახელება:
პრისელერი
|
| მომწოდებელი:
ნიკს ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"Niks Holding" არის დინამიკურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.
"Niks Holding"-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდს.
ნიკს ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ჰოლდინგში შემავალი კომპანიის პრისელერის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
სამუშაო ადგილი: ბათუმი;
ანაზღაურება: 1300 ლარი, საგამოცდო პერიოდის შემდგომ 1500.
სამუშაოს აღწერა:
** კომპანიის პროდუქციის (ელ. სიგარეტები) ეფექტური წარდგენა სავაჭრო ობიექტებში;
** პარტნიორებთან და კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;
** გაყიდვების ზრდასა და პროდუქციის ხილვადობაზე ზრუნვა;
** პროდუქციის განთავსება პლანოგრამისა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
** ნაშთების, ფასებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სარეკლამო მასალების განთავსება და განახლება სავაჭრო წერტილებში;
** კომერციულ გუნდთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად;
** ბაზრისა და გაყიდვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) საბაზისო ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდურ გარემოში მუშაობის მზადყოფნა;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) საკუთრი მანქანის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
** ქართული ენის გამართულად ცოდნა, რუსული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ორი სანდო რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემებით) შემდეგ ელფოსტაზე: hr@niksholding.com
სათაურის ველში მიუთითეთ: პრესელერი - [თქვენი სახელი]
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
გისურვებთწარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|