|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არომაკო
|
|
გამოქვეყნდა: 30 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: "TSUR GROUP" არის ქართულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში და რეგიონული მასშტაბით ისეთ სტანდარტს ნერგავს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას უკეთესობისკენ ცვლის.
ჰოლდინგი აერთიანებს, თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია "არომაკო`, "ნამი 8, "ლალინი", "ზიონი" "მასორი" "ბიზნეს ლაბორატორია და სხვა.
ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია "არომაკოს" მისია შექმნისთანავე იყო ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.
"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://nami8.ge/
კომპანია "არომაკოში" და კომპანია "ნამი 8-ში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
ჯამური ანაზღაურება: 2500 + (ფიქსირებული + ბონუსები)
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების და საჭიროებების დადგენა.
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი შეხვედრების ორგანიზება და მათთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება.
** "არომაკოს" და ნამი 8-ს პროდუქციის შესახებ მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, კლიენტებთან კომპანიის სერვისის წარდგენა და პრეზენტაცია.
** "არომაკოს" და ნამი 8-ს B2B-გაყიდვების გაძლიერება და გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულება;
** მომხმარებლებთან ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება;
** მომხმარებელთა ბაზების მუდმივი გაფართოება/განახლება/ და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება;
** არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პორტფელის მოვლა-პატრონობა.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია CRM- ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად)
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|