|  
		
			| დასახელება: 
				გაყიდვების მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							მზიური გარდენსი |  
			| გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი |  
			| მზიური გარდენსი - თანამედროვე, პრემიუმ კლასის აპარტამენტების კომპლექსი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ აპარტამენტების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ პოტენციურ კლიენტს შევთავაზოთ ექსკლუზიური საცხოვრებელი გამოცდილება, ხოლო თქვენ - აქტიურად მონაწილეობთ ამ პროცესში, თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები რეალურ შედეგებში გარდაქმნათ. 
 ვაკანსია: გაყიდვების მენეჯერი
 სამუშაო ადგილი: თბილისი
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** აქტიური გაყიდვების მართვა, პოტენციური კლიენტების კონსულტაცია და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდება;
 ** გაყიდვების სტრატეგიებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
 ** კლიენტებთან გრძელვადიანი, ხარისხიანი ურთიერთობის შენარჩუნება და მათთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა;
 ** ბაზრის კვლევა, კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების გამოვლენა გაყიდვებისთვის;
 ** გაყიდვების მონაცემების მომზადება, რეპორტირება მენეჯმენტისთვის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა;
 ** თანამშრომლობა მარკეტინგისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტებთან გაყიდვების პროცესის სრულყოფისთვის.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** მინიმუმ 2-3 წლის პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
 ** გამორჩეული კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პრეზენტაციის უნარები;
 ** შედეგზე ორიენტირებულობა, მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
 ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა; რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
 ** კომპიუტერული უნარები: MS Office (Word, Excel, PowerPoint) და CRM სისტემების გამოყენების გამოცდილება.
 
 რას გთავაზობთ ჩვენ:
 
 ** განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
 ** თანამედროვე სამუშაო გარემოს
 ** მოტივირებულ, მეგობრულ გუნდს
 
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@nqhospitality.com და სათაურის ველში უნდა მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 |  |  |  |