|
დასახელება:
სერვისის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
პანუოცო
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.
პანუოცო აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.
მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (დიღომი).
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: 800-1000 ლარი + ბონუსი;
** ანაზღაურებად შვებულებას 4 თვის შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass;
** დაზღვევას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** შეკვეთების მიღება / გაცემა და სალარო ოპერაციების წარმოება;
** სენდვიჩების / ვრეპების / სალათების და ცივი/ ცხელი სასმელების მომზადება კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის თანამშრომელი".
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|