Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=678198&print=yes&view=jobs
 
მეხაჭაპურე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეხაჭაპურე
მომწოდებელი: რესტორანი ტაბლა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

რესტორანი "ტაბლა" აცხადებს ვაკანსიას მეხაჭაპურეს პოზიციაზე.

მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (დიღომი).

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ანაზღაურებად შვებულებას 4 თვის შემდეგ, წელიწადში 34 დღე;
** კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass;
** დაზღვევას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთის კალკულაციის და დადგენილ ვადების შესაბამისად მომზადება;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** კომპანიის შინაგანაწესისა და შიდა პროცედურების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია