Робота для біженців з України
დეკანის ოფისის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკანის ოფისის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი ცხადებს ვაკანსიას დეკანის ოფისის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბეთის ქ. N4
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დეკანის ოფისის სპეციალისტის სამსახურებრივი ფუნქციებია:

** აწარმოებს სტუდენტის პირად საქმეს
** მონაწილეობს სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში და ორმხრივად ხელმოწერილ ხელშეკრულებებს განათავსებს სტუდენტთა პირად საქმეებში;
** წარმართავს სკოლის საქმისწარმოებას;
** სკოლის დეკანის დავალებით ამზადებს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, აღდგენის (სასწავლო პროცესში დაბრუნების), მობილობის, შეწყვეტის, კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციას და მომზადებულ პროექტებს წარუდგენს შესათანხმებლად (ვიზირებისათვის) კომპეტენციების ფარგლებში უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს/პერსონალს (იურიდიული; ფინანსური; ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით);
** ხელს უწყობს სტუდენტთა განცხადებებზე სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას/სამართლებრივი აქტების გამოცემას;
** მონაწილეობს ყოველი აკადემიური წლისათვის მედიცინის სკოლის დეკანის მიერ სასწავლო ცხრილის და პერსონალის სამუშაო დატვირთვის ცხრილის შედგენის პროცესში;
** მონიტორინგს უწევს აკადემიური კალენდრისა და სასწავლო ცხრილის შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ სამუშაო დატვირთვის (საათების) შესრულებას;
** ეხმარება დარგობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელს დეპარტამენტის აკადემიურ/მასწავლებელთა/ მოწვეულ სპეციალისტთა მიერ სამუშაო დატვირთვების შესრულების მონიტორინგში;
** დეკანის/დეკანის მოადგილის დავალებით უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში სტუდენტთა მონაცემების შეტანას, განახლებას, შესაბამისი ცვლილებების ასახვას;
** დეკანის/დეკანის მოადგილის დავალებით უზრუნველყოფს სტუდენტთა აკადემიური მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას, სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ ცნობების მომზადებას და გაცემის ორგანიზებას;
** მოთხოვნის შესაბამისად ამზადებს სტუდენტთა სიებსა და სხვადასხვა ინფორმაციას;
** დეკანთან და დეკანის მოადგილესთან შეთანხმებით ამზადებს ინფორმაციას სკოლის საქმიანობისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების შესახებ, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის მისაწოდებლად/დასაგზავნად.
** აწარმოებს სკოლის პროგრამების კლინიკური კომპონენტის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებთან (კლინიკებთან) გაფორმებულის ხელშეკრულებების/მემორანდუმების რეესტრს (ყველა აუცილებელი ინფორმაციის მითითებით);
** მედიცინის სკოლის საქმიანობის ადმინისტრირების, სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის დავალებით ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რეგულაციებით, მათ შორის მედიცინის სკოლის დებულებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ასევე სკოლის დეკანის, დეკანის მოადგილის, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის და სკოლის დარგობრივი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დავალებებს.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება (მედიცინის, ჯანდაცვის, ბიომედიცინის, ან საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია) მეცნიერებათა მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@abmu.edu.ge და აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2025 წლის 30 ნოემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე