|
დასახელება:
იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
თი თი სი
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
შპს "თი თი სი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობა: სამშენებლო - საკარკასე მასალის იმპორტი და რეალიზაცია..
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით)
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გლდანის რ-ნი, ლიბანის #6
სამსახურებრივი მოვალეობა:
** კომპანიის შეკვეთების გაგზავნა უცხოელ მომწოდებელთან და შეკვეთის შესაბამისად მიღებული საქონლის დოკუმენტურად შემოწმება.
** პროდუქციის დატვირთვების დაკომპლექტება და ორგანიზება
** შეკვეთები სატრანსპორტო კომპანიებთან და დატვირთვის შემდგომი დოკუმენტაციის შემოწმება.
** პროგრამა "1C"-ში მომწოდებლებთან და პროდუქციასთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა.
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00-მდე.
შესვენება 1 საათი.
აუცილებელი მოთხოვნები: ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა, კომპიუტერული საოფისე პროგრამების: ვორდი და ექსელის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 30.11.2025
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე L.bazadze@ttcltd.ge / და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ იმპორტისა და ლოჯისტიკის მენეჯერი.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|
|
|
|