Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=678179&print=yes&view=jobs
 
ვიდეოგრაფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეოგრაფი
მომწოდებელი: კომპლექსი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
სამშენებლო კომპანია "შპს კომპლექსი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი 52
კატეგორია: მარკეტინგი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ვიდეო მასალის დამუშავება (სწორად აწყობა, ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამოყენება)
** ვიდეო კონტენტის გადაღებაში მონაწილეობის მიღება
** ბრენდის გაიდლაინის დაცვით პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისი კრეატიული, თანამედროვე ტენდენციების მატარებელი ციფრული და სოციალური მედია კომუნიკაციისთვის ვიზუალური მასალის (სტატიკური, ბეჭდური) შექმნა
** თანამშრომლობა მარკეტინგის გუნდთან იდეებისა და სცენარების შემუშავებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეოგრაფად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** პროგრამების ცოდნა: Adobe Premiere Pro, Adobe After Effects, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Canva
** კარგი დროის მართვის უნარი, კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის კულტურა
** Reels-ის და მოკლე ვიდეოების ალგორითმის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულად და/ან ინგლისურად) PDF ფორმატში და პორტფოლიოს ლინკი, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bbc.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია