Робота для біженців з України
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - "ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში მხარდაჭერა;
** დირექტორის კალენდრის მართვა, შიდა ორგანიზაციული შეხვედრების, ბიზნეს ვიზიტების, მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** დირექტორთან ერთად მონაწილეობა მნიშვნელოვან შეხვედრებში;
** შეხვედრების ოქმების მომზადება, შეთანხმებული საკითხების, პასუხისმგებელი პირებისა და შესრულების ვადების დაფიქსირება;
** შეხვედრების ოქმების დროული გაზიარება შესაბამის მონაწილეებთან;
** ბორდის შეხვედრებზე დასწრება, შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება და მიღებული გადაწყვეტილებების დოკუმენტირება;
** პრეზენტაციების, დოკუმენტაციების, ოფიციალური წერილების, რეპორტების მომზადება;
** პერიოდული რეპორტინგი დირექტორთან, მიმდინარე ამოცანებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.

სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება დირექტორის ასისტენტის ან ადმინისტრაციული როლის პოზიციებზე. უპირატესად ჩაითვლება სამშენებლო ან უძრავი ქონების დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება.

ლოკაცია: ჭავჭავაძის 80კ, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VrNwj3Ne
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე