Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ოტო მოტორსი" გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი მცხეთაში.

"ოტო მოტორსი" არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს ხარისხიანი და კომფორტული სერვისების განვითარებაზე.

ჩვენი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები და მაქსიმალური კმაყოფილება.

თუ გსურთ კარიერის განვითარება გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში, ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა!

პოზიცია: გარე გაყიდვების მენეჯერი
გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დასვენება: შაბათ-კვირა
საათები: არასტანდარტული
სამუშაო ადგილმდებარეობა: მთელი საქართველოს მასშტაბით
ანაზღაურება: 1500ლ + ბონუსები (გაყიდვიდან 1%)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** 1 (+)წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (კერძოდ აკუმულატორების გაყიდვების, ჩაითვლება უპირატესად)
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციური და მოლაპარაკების უნარები
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და დამოუკიდებლად მუშაობა
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების გამოცდილება
** მიზანდასახული, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება

ბენეფიტები:

** მსუბუქი ავტომობილი და საწვავის ლიმიტი
** კორპორატიული ნომერი - სატელეფონო ლიმიტით
** მოჭრილ ხელფასი და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივა
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა დაგვიკავშირდით ნომერზე: 577180383 ან მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy1@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 ნოემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე