|  
		
			| დასახელება: 
				ქოლცენტრის ოპერატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ევექსი |  
			| გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი |  
			| "ევექსი" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 15-მდე პოლიკლინიკას ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. კომპანიის უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა. 
 "ევექსი" ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია.
 
 ვებგვერდი: https://evex.ge/ka/
 Facebook: https://www.facebook.com/evexclinics/
 
 შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!
 
 "ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
 
 სამუშაო ადგილი: თბილისი
 სამუშაო გრაფიკი: სრული/ნახევარი, დისტანციური
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** კომპანიაში შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის დროულად გაცემა;
 ** პაციენტების მომსახურების ორგანიზება;
 ** მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტის შესახებ;
 ** ზარების პროგრამული აღრიცხვა, საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება.
 
 ვაკანსიის მოთხოვნები:
 
 ** სავალდებულოა უმაღლესი განათლება/ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია განათლება სამედიცინო მიმართულებით);
 ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
 ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
 ** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
 
 ჩვენთან შენ მიიღებ:
 
 ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
 
 ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
 
 ** 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე;
 ** 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში";
 ** ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
 
 დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/qol-centris-operatori---tbilisi/244
 
 "ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 |  |  |  |