|
დასახელება:
გერმანული და ინგლისურენოვანი ტუროპერატორი
|
| მომწოდებელი:
Meet in Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ტურისტული კომპანია "მით ინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გერმანული და ინგლისურენოვანი ტუროპერატორის თანამდებობაზე.
"მით ინ ჯორჯია" არის შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც ემსახურება უცხოელ ტურისტებს საქართველოში. კომპანიას აქვს 11 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული განხრით, სასურველია ტურიზმის ან უცხო ენების სპეციალობით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (გამართული წერა, კითხვა და საუბარი);
** შესაბამისი უცხო ენის (გერმანული, ინგლისური ან ორივე) მაღალ დონეზე ცოდნა, რაც მოიაზრებს გამართულ წერას, კითხვას და საუბარს;
** საოფისე პროგრამების და საქმიანი მიმოწერის საფუძვლების ცოდნა, ინფორმაციის მოძიების და შესაბამის პროგრამაში ასახვის უნარი;
** მენეჯერული და პიროვნული უნარ-ჩვევები: პრეზენტაციის უნარი, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად დასახვა, დროის ეფექტური განაწილება, ინფორმაციის გაფილტვრა-გაანალიზება და სიზუსტე ინფორმაციის გადაცემა-ასახვისას, კოორდინირებული მუშაობა სხვა თანამშრომლებთან, პასუხისმგებლობის გაცნობიერება, საქმისადმი ერთგულება, კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** აუცილებელია ასევე კანდიდატს ჰქონდეს სიახლეების მიმართ მიმღებლობა, იყოს ინიციატივიანი და განვითარებაზე ორიენტირებული;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს საქართველოში მოგზაურობის და/ან საზღვარგარეთ მოგზაურობა/ცხოვრების გამოცდილება;
** სამუშაო გრაფიკი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით: 09:30-18:00 სთ.; ნოემბრიდან მარტის ჩათვლით: 10:00-17:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შესვენება 13:00-14:00 სთ.
ტუროპერატორის მოვალეობები:
** ტურის პროგრამის შესაბამის ენაზე შედგენა-შეთავაზება;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორ კომპანიებთან და პირდაპირ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ტურის მსვლელობისას წარმოჩენილი პრობლემების მოგვარება;
** ტურის დასრულების შემდეგ უკუკავშირი;
** ახალი პარტნიორი კომპანიების მოძიება, ასევე არსებული ინფორმაციის განახლება;
** ტურისტული პროგრამების გამართულობასა და სრულყოფაზე პასუხისმგებლობის აღება და ზრუნვა;
** საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში და შეხვედრებში მონაწილეობა;
** შესაბამის ტრენინგებში მონაწილეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებულ ოფისში (გიორგი ათონელის ქუჩა N 23), მარტივად მისადგომი ქალაქის სხვადასხვა უბნიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო გასვლით აქტივობებს საქართველოს მასშტაბით კონტაქტების დამყარების და ობიექტების შესწავლის მიზნით;
** პერიოდულად დარგობრივ ტრენინგებში მონაწილეობას;
** ანაზღაურებად 24 დღე შვებულებას წლის განმავლობაში;
** ყოველთვიურ ხელფასს ხელზე ასაღები 1700 ლარი, ერთთვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელფასი 1200 ლარი; ორივე უცხო ენის სრულყოფილად სამუშაო პროცესში გამოყენების შემთხვევაში ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 2200 ლარს, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1700 ლარს.
** ბონუსს შესრულებული სამუშაოს ხარისხის და სტუმართა კმაყოფილების მიხედვით.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მოთხოვნებს და გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@meetingeorgia.ge ამა წლის 30 ნოემბრამდე. დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ "ვაკანსია - ტუროპერატორი".
|
|
|
|