|
დასახელება:
ავეჯის ტექნიკური ოსტატი
|
| მომწოდებელი:
4Hospitals
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
"4Hospitals" სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ტექნიკური ოსტატის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ვეძებთ პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ტექნიკური და მცირე საინჟინრო სამუშაოების შესრულებას.
მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის (სამედიცინო და სხვა...) ავეჯის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა, ხარვეზის აღმოჩენა და სწრაფი რეაგირება, ინსტალაცია/მონტაჟი;
** მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** საჭიროებისამებრ სწრაფი რეაგირება ტექნიკურ პრობლემებზე.
საჭირო მოთხოვნები:
** სხვადასხვა ხელსაწყოებისა და მასალის ცოდნა/გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დისციპლინა;
** ტექნიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სასურველია ავტომობილის ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ დასაქმებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@4hs.ge, არაუგვიანეს 2025 წლის 29 ნოემბრისა. გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|