Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 10 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.

ბარაქა გთავაზობთ:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და უნდა იყოს კომუნიკაბელური. ასევე კანდიდატს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ინტერესი. ასევე მივესალმებით კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევების, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის, მოლაპარაკებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს, სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა (150 ლარი)
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი

ანაზღაურებია: მოჭრილი ხელფასი 800 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების მენეჯერი" მარნეულში.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე