Робота для біженців з України
LINUX-ის LPIC-1 კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: LINUX-ის LPIC-1 კურსი
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 19 ნოემბერი
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"
მარშალ გელოვანის 23, კორპუსი 6, პირველი სართული
ტელ: (+995 32) 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"-ს აკადემია აცხადებს მიღებას LINUX-ის LPIC-1 კურსზე.

LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

მიღებული ცოდნით შეძლებთ LPIC-1-ის ორივე (LPIC 101 და LPIC 102) გამოცდის ჩაბარებას და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.

LPIC-1 სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება: LPIC 101 და LPIC 102. მოცემული კურსი მოიცავს ყველა აუცილებელ საკითხს, რომლებიც შედის მოცემულ გამოცდებში.

დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://s3.grena.ge/grena-website-prod/education/files/LPIC1_Course_Syllabus.pdf

კურსის ხანგრძლივობა: 3.5-4 თვე
ლექციების დაწყების თარიღი: 19 ნოემბერი
ლექციის ხანგრძლივობა: კვირაში 3-ჯერ, 2 სთ. ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი
ლექციის დაწყების დრო: 17:00
დასწრების ფორმა ფიზიკური: (17 ადგილი)
დისტანციური: (10 ადგილი)
ლექციების ჩატარების ადგილი: მარშალ გელოვანის 23, კორპუსი 6, პირველი სართული
ლექციების ჩატარების ენა: ქართული
ინგლისური ენიც ცოდნის დონე: B1 (სასწავლო მასალა არის ინგლისურ ენაზე)
კურსის ღირებულება: 1200₾
ფასდაკლება სტუდენტებისთვის: 20%

კურსზე განხილული საკითხები: https://www.lpi.org/our-certifications/exam-101-102-objectives/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAYnJpZBExRWc2MTNKNGluV0l0aVdacQEecdky7Q7ay7hI3xHzQUaTndDjzwoPcdhBF075aMNedGZvLmbWKZCd6rcCriI_aem_TWRAjJCIHj55j79CcFpOag

დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://grena.ge/course/646f62b5f735515795a4bc0f
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე