|
დასახელება:
ოპტიკური ქსელის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სერვის ნეტ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
|
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თელავში.
სამუშაო აღწერილობა:
** დავალებების რაოდენობის მიხედვით მასალების საწყობიდან გამოწერა და საწყობიდან გამოწერილი სახარჯი მასალის სასაქონლო ზედნადებთან გადამოწმება;
** საწყობიდან გამოწერილი სახარჯი მასალის ნაშთის მუდმივი კონტროლი და გადამოწმება;
** გახარჯულ მასალასა და ხელზე არსებულ ნაშთს შორის ბალანსის სისწორის დაცვა;
** საწყობიდან მიღებული მასალის ტრანსპორტში განთავსება;
** ოპტიკურ ქსელში არსებული სააბონენტო დაზიანების დადგენა და აღმოფხვრა;
** ოპტიკურ ქსელში პრობლემის აღმოფხვრის შემდგომი გადამოწმება შესაბამის რგოლთან;
** სამუშაოს დასრულების შემდგომ გახარჯული მასალების აღრიცხვა;
** ოპტიკური ქსელის აღრიცხვისთვის, შესრულებული სამუშაოს შესაბამის აქტში (განწესი) დაფიქსირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: Vacancy.Regions@servicenetgroup.ge 2025 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
|
|
|
|