|  
		
			| დასახელება: 
				TikTok კონტენტ კრეატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ბორბალო |  
			| გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი |  
			| "ბორბალო" აცხადებს ვაკანსიას TikTok კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. 
 ლოკაცია: თბილისი, საქართველო
 ფორმატი: სრული განაკვეთი, საოფისე
 
 "ბორბალოს" შესახებ:
 
 "ბორბალო" — საქართველოს წამყვანი ავტომობილებისა და მობილობის აპლიკაციაა, რომელიც 350, 000-ზე მეტ მძღოლს ეხმარება ჯარიმების, საწვავის, პარკირების და სხვა ყოველდღიური საკითხების მართვაში.
 
 ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და თანამედროვე ტიკტოკერს, რომელიც გახდება ჩვენი ბრენდის სახე და შექმნის კონტენტს, რომელსაც ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი უყურებს.
 
 მოვალეობები:
 
 ** ბორბალოს თემატიკაზე TikTok, Reels, Shorts ვიდეოების შექმნა — იდეიდან გამოქვეყნებამდე.
 ** კრეატიული კონცეფციების მოფიქრება და სცენარების დაგეგმვაში მონაწილეობა.
 ** კამერასთან საუბარი და ვიდეოების ჩაწერა სტუდიურ ან გარე გარემოში.
 ** ჩაწერილი ვიდეოს შერჩევა და ბორბალოს ვიდეო გუნდთან ერთად მონტაჟის ზედამხედველობა.
 ** აქტუალურ ტრენდებზე დაკვირვება და მათი გამოყენება ბორბალოს სტილში.
 ** იდეების წარდგენა გუნდის შეხვედრებზე და კონტენტის კალენდრის გაწერა.
 
 მოთხოვნები:
 
 ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება TikTok ან სხვა ვიდეოპლატფორმაზე (პირად ან პროფესიულ ანგარიშზე)
 ** კამერასთან ბუნებრიობა და კომუნიკაციური სტილი.
 ** კარგი დიქცია და იუმორის გრძნობა.
 ** ტრენდების, ვიზუალური ენისა და მონტაჟის ცოდნა.
 ** ქართული ენის სრულად ფლობა (ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება პლუსად)
 
 უპირატესობად ჩაითვლება:
 
 ** გამოცდილება ბრენდთან კონტენტ კრეატორად მუშაობის გამოცდილება
 ** საკუთარი TikTok/Instagram გვერდის წარმატებული მაგალითები
 ** ვიდეოს მონტაჟის ცოდნა (CapCut, Premiere, Final Cut ან მსგავსი)
 
 რას გთავაზობთ:
 
 ** მეგობრული და თანამედროვე სამუშაო გარემო თბილისში
 ** კონკურენტული ანაზღაურება
 ** საკუთარი იდეების განხორციელების თავისუფლება და მხარდაჭერა
 ** ფართო აუდიტორიასთან მუშაობის შესაძლებლობა — ცნობადობის ამაღლება
 ** პროფესიული განვითარება და თანამშრომლობა გამოცდილ კრეატიულ გუნდთან ერთად
 
 გამოგვიგზავნე შენი CV, TikTok პროფილის ლინკი, მოკლე self-video (30-60 წმ) და ნამუშევრები ელფოსტაზე: HR@borbalo.ge
 |  |  |  |