Робота для біженців з України
სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 03 ნოემბერი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სეისმურ მონიტორინგის ცენტრში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი;
** აპარატურის გამართვა;
** საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება განათლება ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები).
** ინგლისური ენის ცოდნა;

ქცევითი კომპეტენციები:

** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** ველზე მუშაობის სურვილი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო გრაფიკი;
** ანაზღაურება: 400 ლარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ies@iliauni.edu.ge 3 ნოემბრის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში").

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე