|  
		
			| დასახელება: 
				სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |  
			| გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 ნოემბერი |  
			| "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს ორთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სეისმურ მონიტორინგის ცენტრში. 
 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეისმური სადგურების მონიტორინგი;
 ** აპარატურის გამართვა;
 ** საველე გასვლები საქართველოს ტერიტორიაზე;
 
 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უპირატესობად ჩაითვლება განათლება ზუსტი, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებით (ფიზიკა, მათემატიკა, გეოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები).
 ** ინგლისური ენის ცოდნა;
 
 ქცევითი კომპეტენციები:
 
 ** ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
 ** ანალიტიკური აზროვნება;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
 ** პუნქტუალურობა;
 ** ველზე მუშაობის სურვილი.
 
 სამუშაო პირობები:
 
 ** სრული სამუშაო გრაფიკი;
 ** ანაზღაურება: 400 ლარი
 
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ies@iliauni.edu.ge 3 ნოემბრის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სტაჟირება სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურში").
 
 დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
 
 თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 |  |  |  |