|  
		
			| დასახელება: 
				ონლაინ გაყიდვების მენეჯერი/ქოლცენტრის ოპერატორი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							Hazet Georgia |  
			| გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 29 ნოემბერი |  
			| კომპანია HAZET GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის/ქოლცენტრის ოპერატორის თაობაზე. 
 ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე საოფისე ტექნიკა-დანადგარების მონტაჟისა და ზედამხედველობის აუთსორსინგული მომსახურება. პრეტენდენტს აღნიშნულ პოზიციაზე ექნება საკუთარი შემოქმედებითი უნარებისა და იდეების განხორციელების სრული შესაძლებლობა, გამოცდილი გუნდის წევრების მხარდაჭერით.
 
 დამატებითი ინფორმაცია:
 
 ** განაკვეთი: სრული, 10:30-18:30
 ** ოფისი მდებარეობს თბილისში, დიღომში
 ** ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
 
 გვესაჭიროება კადრი, რომელსაც აქვს:
 
 ** აქტიური ვერბალური კომუნიკაციისა და იმპროვიზაციის უნარი
 ** როგორც გუნდთან ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
 ** ბაზებთან მუშაობისა და ანალიზის უნარი
 ** დროის მართვის უნარი
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** კომპანიის მომსახურების პოტენციურ კლიენტებისათვის სატელეფონო შეთავაზება
 ** დაინტერესებული მომხმარებელთან მეილინგის პროცესის წარმართვა და სადემონსტრაციო ფოტო/ვიდეო მასალების გადაცემა
 ** საჭიროების შემთხვევაში პოტენციურად დაინტერესებულ პირებთან ოფისში ვიზიტი და ლაივ შეხვედრის ჩატარება
 ** მიწოდებული ბაზების დახარისხება და გაფილტვრა
 ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებისამებრ, ინფორმაციული არქივის წარმოება
 ** კლიენტების გამოკითხვა - კმაყოფილების განსაზღვრა
 
 ძირითადი მოთხოვნები:
 
 ** სასურველია ჰქონდეს ქოლცენტრში სამუშაო გამოცდილება
 ** უმაღლესი განათლება არ არის აუცილებელი
 ** უცხო ენების ცოდნა არ არის მოთხოვნადი
 ** მინიმუმ ერთი სამუშაო ადგილი სადაც პრეტენდენტი დასაქმებული იყო ერთ წელზე მეტი ხნით
 ** შეეძლოს დამაჯერებელი საუბარი და სხარტი კომუნიკაცია
 
 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: hr@hazetgeorgia.ge
 |  |  |  |