Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Geosafety
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
შპს "GeoSafety" არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. იგი მიზნად ისახავს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით მოემსახუროს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს, შეაფასოს მათი შრომითი პროცესები, გაანალიზოს რისკები და შესთავაზოს ინდივიდუალური, მათზე მორგებული გადაწყვეტილებები.

შპს "GeoSafety" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
ფილიალი: ბათუმი
საგამოცდო ვადა: 3 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ (ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა;
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტის წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროგრამა Excel-ის ცოდნას);
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

წარმატებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე მიმზიდველ საბონუსე სისტემას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: Guka.zaridze@geosafety.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კომპანია "GeoSafety", ახორციელებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინა სახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე