|
დასახელება:
მოხალისეთა მიღება
|
| მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
"გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" აცხადებს მოხალისეთა მიღებას მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG) წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. პლატფორმაში გაერთიანებულია 167 ქვეყნის 25 000 ათასზე მეტი ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე, ხოლო საქართველოს ქსელს 160-ზე მეტი წევრი ჰყავს.
ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, 2025 წლის 26 ნოემბერს, გაიმართება ღონისძიება კორპორაციული მდგრადობის ჯილდო "ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2025" და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა.
კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა არის ყოველწლიური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან წევრი ორგანიზაციები და პარტნიორები. ღონისძიებაზე განიხილება ქსელის განვლილი საქმიანობა, წარადგენენ ახალ წევრებს და საუბრობენ სამომავლო გეგმებზე მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (UNGCNG) ეძებს მოტივირებულ და აქტიურ მოხალისეებს, რომლებიც დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, დაინტერესებული იქნებიან ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართვა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო და დინამიკურ აქტივობებში, ამავე დროს, დააგროვოთ ღირებული და პრაქტიკული გამოცდილება ღონისძიებების ორგანიზების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მუშაობისა და სხვადასხვა დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის მიმართულებით.
მოხალისეები უნდა იყვნენ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, იცოდნენ ინგლისური ენა და დაინტერესებული იყვნენ ისეთი თემებით, როგორიც არის კორპორაციული მდგრადობა, მდგრადი განვითარების მიზნები, საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციები. დაინტერესებული სტუდენტები უნდა გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ენთუზიაზმით, კომუნიკაციის და გუნდურად მუშაობის უნარით, მოქნილობითა და მაღალი პასუხისმგებლობით.
მოხალისეთა მოვალეობები:
** დამსწრე სტუმრებთან ურთიერთობა და მათი დაკვალიანება;
** ლოგისტიკურ და ტექნიკურ საკითხებში ჩართულობა;
** ღონისძიებაში მონაწილე სტუმრების დახვედრა, მათი აღრიცხვა, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა შესაბამისი ფუნქციების შესრულება.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** მოკლე ბიოგრაფიული ცნობა;
** სამოტივაციო წერილი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ნოემბერი, 18:00 სთ.
მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@unglobalcompact.ge.
დანიშნულების ველში მიუთითეთ: მოხალისეთა მიღება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებთანაც გაიმართება საორიენტაციო-მოსამზადებელი შეხვედრები.
|
|
|
|