Робота для біженців з України
აკადემიური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური მენეჯერი
მომწოდებელი: English Book Education
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცემლობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.

"წიგნის კლუბი" არის "English Book Education"-ის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეთა ონლაინ მეცადინეობას მხატვრული ლიტერატურის გამოყენებით.

"წიგნის კლუბი" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N92

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერა;
** უცხოელ მასწავლებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** სასწავლო ცხრილების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** მოსწავლეთა და მშობელთა საკონტაქტო ინფორმაციის განახლება;
** წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში სრული ჩართულობა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** Feedback და Test შედეგის ადმინისტრირება, საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთან კომუნიკაციის და Feedback ფორმის გამართვა;
** ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აკადემიური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (CEFR: B1+);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "აკადემიური მენეჯერი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე