|
დასახელება:
ღამის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Carwiz Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "CARWIZ Georgia" (https://www.facebook.com/CarwizGeorgia) აცხადებს ვაკანსიას ღამის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** ღამის საათებში კომპანიის ოპერაციული პროცესების მართვა;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და მძღოლებისთვის განაწილება;
** მძღოლების სამუშაო გრაფიკის შედგენა;
** მძღოლების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** შემოსულ ზარებსა და მეილებზე დროული პასუხის გაცემა;
** ხარისხისა და სერვისის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა;
** ავტომობილების მდგომარეობის კონტროლი და მოვლა;
** პრობლემური სიტუაციების ეფექტურად გადაჭრა და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა სასურველია;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის კარგი უნარები;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (ელ. ფოსტა, Excel, მენეჯმენტის პროგრამები და სხვ.).
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ დასაქმებას ზრდის პერსპექტივით;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Info@carwiz.ge. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სათაური - "ღამის მენეჯერი".
|
|
|
|