|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქონექთი სთორი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
კომპანია "ქონექთი სთორი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი (აღმაშენებლის ხეივანი — გლდანის ხიდებთან, ვარკეთილის მეურნეობა), ნატახტარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1600 ლარი + ბონუსი (ანაზღაურების ზრდა განიხილება კვალიფიკაციის შესაბამისად);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შაბათი და კვირა — დასვენების დღეები);
** კორპორაციული კულტურა და მეგობრული სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის კონტროლი;
** მარაგების მართვა და მათზე მუდმივი მონიტორინგი;
** დაგეგმილი აქციების ორგანიზება და შესრულების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურსათო მაღაზიაში მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@connect.com.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 598 08 74 08.
|
|
|
|