"იმპოსტი MEP" — წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც მრავალი წელია მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირებას
** სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს
** გათბობა, გაგრილება და ვენტილაციას
** წყალგაყვანილობის სისტემებს
** ელექტრო და სუსტი დენების სისტემებს
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის გეგმის შესაბამისად სამუშაოების მართვა და კოორდინაცია ობიექტზე
** ყოველდღიური კონტროლი სამუშაო პროცესზე
. თანამშრომლობა ტექნიკურ გუნდებთან და ქვეკონტრაქტორებთან
** ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა N2, ფორმა 29, და ა.შ.)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება MEP სამუშაოების მართვაში:
1. მექანიკური: გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, აირის სისტემები
2. ელექტრო: ენერგომომარაგება, განათება, სუსტი დენები, ავტომატიზაცია
3. სანტექნიკა: წყალმომარაგება, წყალარინება, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
** ტექნიკური განათლება (ინჟინერიის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: HR@imposti.ge
Subject ველში მიუთითეთ პოზიცია: სამუშაოთა მწარმოებელი
|