|
დასახელება:
ფინანსური აუდიტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
|
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია HR4 Business დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.
ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია ფინანსური აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე ჩვენი პარტნიორი ქსელური, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიისთვის.
ძირითადი პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: 5000-7000 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქსირებული ნეტ ხელფასი) წლიური ბონუსი შედეგების მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია - ქსელურ აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** აუცილებელია - უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით
** IFRS სტანდარტების ცოდნა
** Excel მაღალ დონეზე
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
ძირითადი მოვალეობები:
** უზრუნველყოს მაღალი ხარისხის აუდიტორული მომსახურება და დროული შესრულება კლიენტის მოლოდინების შესაბამისად
** დაგეგმოს და მართოს აუდიტის პროცესი რისკების შეფასებისა და კონტროლის საფუძველზე
** გამოიყენოს კომპანიის აუდიტის მეთოდოლოგია
** მართოს რამდენიმე აუდიტის პროექტი და გუნდი ერთდროულად
** გადაანაწილოს ამოცანები და გააკონტროლოს უფროსი აუდიტორებისა და ასისტენტების სამუშაო ხარისხი
** შეაფასოს თანამშრომელთა სამუშაოს შესრულება და მიაწოდოს უკუკავშირი
** შეინარჩუნოს რეგულარული კომუნიკაცია კლიენტებთან
** მონაწილეობა მიიღოს გუნდის პროფესიულ განვითარებასა და შიდა ტრენინგებში
** წვლილი შეიტანოს ბიზნესის ზრდაში პარტნიორული ურთიერთობების განვითარების გზით.
** უზრუნველყოს პროექტების მომგებიანობისა და სტანდარტების დაცვა (IFRS და კომპანიის შიდა პოლიტიკა)
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 10 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|