Робота для біженців з України
ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი/სუპერვაიზერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის/სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება ყოველთვიური/წლიური კატეგორიებისა და ბრენდების მიხედვით;
** სავაჭრო წარმომადგენლების გუნდის მართვა, მხარდაჭერა და განვითარება;
** დასახული გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესრულება-განხორციელება დაგეგმილი შედეგის მისაღწევად;
** სავაჭრო წარმომადგენლების მარშრუტიზაცია კომპანიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით რათა მიღწეულ იქნას მარშრუტის მაქსიმალური ეფექტურობა;
** საფასო, ფასდაკლების და საბონუსე პოლიტიკის განხორციელება და კონტროლი სამოქმედო ტერიტორიაზე;
** კლიენტებთან სავაჭრო პირობებზე მოლაპარაკება და პირობების დაცვის მუდმივი მონიტორინგი;
** სამოქმედო ტერიტორიაზე სავაჭრო მოწყობილობის/მაცივრების რაოდენობისა და ფიზიკური მდგომარეობის კონტროლი

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების (FMCG) სფეროში;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ქართული თავისუფლად, ინგლისური - B1+
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია, საკუთარი ა/მანქანა

რას გთავაზობთ:

** პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა
** კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 ნოემბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე