Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"მეამა ფრენშაიზი" თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე.

ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია.

მეამა ფრენშაიზი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილს.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც იმუშავებ მეგობრულ გარემოში, ერთდროულად ისწავლი და განვითარდები, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!

პირობები:

** ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის 5 (კინო რუსთაველის შენობა)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - ხუთშაბათი; პარასკევი - კვირა;
** სამუშაო საათები: 09:30 - დან - 20:00 - მდე.
** ბენეფიტები: კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** დასაქმების შემდეგ, შესაძლებლობა გაქვს, რომ გაიარო სრულად დაფინანსებული ტრენინგ-კურსი და მიიღო MEAMA ფრენშაიზის სერტიფიკატი;
** ანაზღაურება: 1500 ლარი.

კვალიფიკაცია და უნარები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სწრაფი და მაღალი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა.
** მომსახურების სფეროში გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია Service+ !

თუ არ გაქვს ბარისტის გამოცდილება — გესაჭიროება მონდომება, სურვილი და ინტერესი!

ჩვენ კი, ტრენინგების პროცესში სრულად შეგასწავლით ყავისა და ჩაის კულტურას, მრავალფეროვანი და მეამას უნიკალური სასმელების მომზადებასა და მომზადების ტექნიკას, სერვისს, კომუნიკაციას და სხვა საჭირო უნარებს — რაც წარმატებული ბარისტისთვისაა საჭირო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meamacollect.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ნოემბერი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე