Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=677621&print=yes&view=jobs
 
ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ლაბორატორიის ხარისხის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

კომპეტენცია და უნარები

** ლაბორატორიული მედიცინის საფუძვლების ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით
** ხარისხის მართვის სისტემების ცოდნა - ISO 15189, ისო 9001
** დოკუმენტაციის მართვის უნარი - SOP-ების, დოკუმენტაციის, სამუშაო ფორმების შედგენა და მართვა
** შიდა და გარე ხარისხის კონტროლი - შედეგების შეფასება და ანალიზი.
** შიდა აუდიტების დაგეგმვა, ჩატარება და შედეგების რეპორტირება.
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და კომპეტენციის შეფასების ორგანიზება.
** კომუნიკაცია ხელმძღვანელობასთან, ტექნიკურ პერსონალთან და მარეგულირებელ ორგანოებთან.
** ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მართვა.
** ფილიალების მუშაობის ხარისხის ზედამხედველობა და მართვა.

პიროვნული თვისებები

** მაღალი პასუხისმგებლობა
** დეტალებისადმი ყურადღება
** გადაწყვეტილების მიღებისას ობიექტურობა
** დროის ეფექტური მენეჯმენტი
** ინიციატივა პროცესების გაუმჯობესებისკენ

განათლება და გამოცდილება

** უმაღლესი განათლება ბიომედიცინის, ბიოლოგიის, ქიმიის მიმართულებით.
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ლაბორატორიაში, მათ შორის ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის (ISO 15189) კუთხით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ბმულზე: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/wdfEk

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია