|
დასახელება:
რემონტების და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰანიველ ცემენტი
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
648024_2025___Application_Form_GE_7645545.zip
|
"ჰანიველ ცემენტი" საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. "ჰანიველ ცემენტი" კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად "ჰანიველ ცემენტი" ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
"ჰანიველ ცემენტი" აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში რემონტებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** დაგეგმოს, მოამზადოს და წარადგინოს დასამტკიცებლად მანქანა-დანადგარების, სათადარიგო ნაწილების, საპოხი მასალებისა და სხვა ტექნიკური რესურსების წლიური მოთხოვნა ქარხნის საერთო მოცულობის შესაბამისად; აკონტროლოს რეზერვების არსებობა და ნორმატივების დაცვა;
** მონაწილეობა მიიღოს საწარმოს კაპიტალური მშენებლობების, რეკონსტრუქციებისა და მოდერნიზაციის პროცესებში — განიხილოს პროექტები, მუშა ნახაზები და მოამზადოს დასაბუთებული წინადადებები ტექნიკური გაუმჯობესებების ან ცვლილებების შესახებ;
** დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს ახალი ტექნიკის მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს, აგრეთვე კაპიტალური და სარემონტო სამუშაოების შესრულებას, მათ შორის სარემონტო გრაფიკების შედგენას MS Project პროგრამაში;
** განახორციელოს ძირითადი აგრეგატების გამართულად და ეკონომიურად მუშაობის უზრუნველყოფა; ჩაატაროს FMEA და RCFA ანალიზი, დოკუმენტირება და მონიტორინგი;
** მონაწილეობა მიიღოს ISO 9000:2000 ხარისხის მართვის სისტემის პროცესებში, აგრეთვე SAP-PM სისტემაში დიაგნოსტიკური და პროფილაქტიკური მომსახურების დაგეგმვისა და ინტეგრაციის ხარისხის კონტროლში;
** უზრუნველყოს დეპარტამენტის ბიუჯეტის, სასაწყობე მარაგებისა და ხარჯების დაგეგმვასა და შესრულების კონტროლში;
** მუდმივად შეაფასოს და აამაღლოს ტექნიკური მომსახურების გუნდის — ინჟინრებისა და მუშა-მოსამსახურეების — ცოდნისა და კვალიფიკაციის დონე; ჩაატაროს შიდა ტრენინგები;
** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მექანიკის ან ელექტრობის მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office ძალიან კარგად ცოდნა;
** SAP - ის პროგრამის ცოდნა;
** MS Project-ის პროგრამის ცოდნა;
** PM-ის პროგრამის ცოდნა;
** AutoCad- ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
** სატელეფონო ლიმიტი;
** კომპანიის მანქანა და საწვავის ბარათი;
** დეკრეტული შვებულების სრული ანაზღაურება;
** ფულადი დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: Careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - რემონტებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მენეჯერი (კასპი)
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "ჰანიველ ცემენტისთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ჰანიველ ცემენტის" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ჰანიველ ცემენტმა" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
"ჰანიველ ცემენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|