Робота для біженців з України
კიბერუსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კიბერუსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით კიბერუსაფრთხოების უფროს სპეციალისტს .

ორგანიზაციის შესახებ:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.

სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპიუტერული სისტემების ყოველდღიური მონიტორინგი და შეფასება;
** კომპიუტერული ინციდენტებისა და უსაფრთხოების ზომების ანალიზი, ანგარიშგება, მათ შორის ინციდენტის შემდგომი მიმოხილვა რეკომენდაციებით;
** კიბერ ინციდენტების სიღრმისეული ანალიზი, გამოძიება და შემდგომი ინციდენტების პრევენციისათვის ანალიზზე დაფუძნებული სათანადო კონტრ-ზომებზე რეკომენდაციების შემუშავება;
** სპეციალისტისათვის განსაზღვრული სისტემების შეფასება და მათი მოწყვლადობების ანალიზი;
** სააგენტოს ციფრული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შეფასება;
** მონაწილეობა უსაფრთხოების გადაწყვეტილებების შემუშავებასა და განხორციელებაში ორგანიზაციული საჭიროებებიდან გამომდინარე;
** სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვა და ამ პროცესის დროს სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სათანადო კიბერსავარჯიშოების და საგანმანათლებლო/ ინფორმაციული ღონისძიებების ორგანიზებაში;
** ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.

უნარები და კომპეტენციები:

** ბაკალავრის ხარისხი კიბერუსაფრთხოებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (ან ექვივალენტური სამუშაო გამოცდილება).
** სასურველია სერტიფიცირება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, (მაგ., GIAC, CEH, CompTIA Security+ ან და სხვა ექვივალენტური მნიშვნელობის სერტიფიკაცია).
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კიბერუსაფრთხოების სფეროში;
** კიბერუსაფრთხოების საფრთხეების, თავდასხმის ვექტორებისა და თავდაცვის მექანიზმების სიღრმისეული ცოდნა.
** პრობლემის გადაწყვეტისა და ანალიტიკურად აზროვნების უნარები.
** ქსელის უსაფრთხოების პროტოკოლების, firewall კონფიგურაციების და ვებ სერვისების უსაფრთხოების ცოდნა.
** კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები.
** მაღალი სტრესის დროს სიმშვიდისა და ფოკუსირების უნარი და ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტის მართვა.

რას გთავაზობთ:

** მრავალფეროვანი და დინამიკური გარემო;
** საინტერესო სამუშაო პროცესები გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში;
** სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** სერტიფიკატების დაფინანსება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27.11.25.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე - ელექტრონულ ფოსტაზე hr@ita.gov.ge. გთხოვთ განცხადებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე