Робота для біженців з України
ელექტრიკოსი - წილკანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
Georgian Beer and Beverages Group (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).

კომპანიების შესახებ:

"გლობალ ბიერ ჯორჯია" (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი "ყაზბეგი".

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) - დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12, 000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა "ლავაცა", წყალი, ღვინო და სხვა.

GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე სოფელ წილკანში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოში არსებული ყველა ელ. დანადგარის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სხვადასხვა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა.
** ელმოწყობილობების და მარაგ ნაწილების შეკვეთის გაკეთება.
** ელექტრონული აღჭურვილობის შენარჩუნების და ტესტირების პროცედურების შემუშავება;
** ელექტრონული მოწყობილობების, ინსტრუმენტების და სისტემების შემოწმება;
** ყველა ელექტრონული სისტემის ყოველდღიური დაკვირვება და კონტროლი;
** ელექტრო აღჭურვილობის დაყენება და ტესტირება;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ელექტრონული მოწყობილობების ცოდნის მაღალი დონე;
** დანადგარების მართვის პანელების (HMI) და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების (PLC) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გარანტიები:

** კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
** უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: vacancygbg@gbbg.ge

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე