Робота для біженців з України
ცვლის უფროსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის უფროსი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს ცვლის უფროსის (პროდუქციის ცხობა) პოზიციაზე, ქუთაისის ფილიალში.

სამუშაოს აღწერილობა:

პროდუქციის ცხობის პროცესის ორგანიზება, წარმართვა, კონტროლი, ცხობის პროცესში ჩართულ დასაქმებულთა მიერ სამუშაო ცვლაში შესრულებული სამუშაოს კონტროლი. ცვლის უფროსის ვალდებულებისა და მასზე სამსახურებრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს, 24 საათიანი სამუშაო ცვლა
სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიკეას 19

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 599 873 874
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე