Робота для біженців з України
Front-end დეველოპმენტის ლექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front-end დეველოპმენტის ლექტორი
მომწოდებელი: 10X
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"10X" Front-end დეველოპმენტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიას ლექტორის პოზიციაზე.

ვაკანსია განკუთვნილია მოტივირებული პროფესიონალებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით წვლილი შეიტანონ მომავალი Front-end დეველოპერების განვითარებაში. პოზიცია მოითხოვს როგორც პროგრამირების თეორიულ ცოდნას, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას ინდუსტრიაში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 115ბ (შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ჰიბრიდული ფორმატით მუშაობა);
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დატვირთვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Front-end დეველოპმენტის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ლექციების ჩატარება;
** სტუდენტებისთვის სასწავლო მასალების შექმნა და განახლება;
** ინდივიდუალური და გუნდური პროექტების დაგეგმვა, ხელმძღვანელობა და შეფასება;
** სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი და პროფესიული განვითარებისთვის მხარდაჭერა;
** სასწავლო პროცესის ხარისხის სტანდარტების დაცვა და პროგრამის მიზნებთან შესაბამისობა.

მოთხოვნები:

** სასურველია სწავლების ან მენტორობის გამოცდილება;
** მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Front-end დეველომპენტის მიმართულებით;
** სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება Front-end ტექნოლოგიებში, მათ შორის: HTML, CSS, SASS/SCSS, Tailwind, Bootstrap, JavaScript (Vanilla JS), React JS, Express JS, TypeScript, MongoDB
** სასურველია გუნდურ პროექტებში მუშაობის გამოცდილება (Agile/Scrum გარემოში)
** კარგი კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** სტუდენტების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის მოტივაცია;
** შემოქმედებითი აზროვნება და საგანმანათლებლო ხედვა.

შერჩევის ეტაპები და ვადები:

** დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: Admissions@10x.edu.ge 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
** გასაუბრების შედეგების შეჯამება, კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების (შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.

ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);
** ნამუშევრების პორტფოლიო;
** სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი).

შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე